LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძის შვილი მუსიკოსად იზრდება – დედა-შვილის არაჩვეულებრივმა დუეტმა მაყურებელი აღაფრთოვანა

263

14 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ქართველ მაყურებელსა და მსმენელს მონატრებული ნინო ქათამაძე, ჯგუფ „ინსათთან“ და ნიკოლოზ რაჭველი „ჯორჯიან ბრასთან“ ერთად წარდგა დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე. საღამო „რონიკოს“ მსხვილ თარიღს, 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. კომპანიამ ღონისძიებაზე საკუთარი მომხმარებლები, გუნდის წევრები და პარტნიორები მიიწვია.

დარბაზში იმყოფებოდნენ ცნობილი სახეებიც, დავით საგანელიძე, ავთანდილი შვილთან ერთად, თიკა ფაცაცია დედასა და შვილთან ერთად, ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია და ბასა ფოცხიშვილი და სხვანი.

ნიკოლოზ რაჭველმა და ნინო ქათამაძემ მსმენელს ნაცნობი რეპერტუარი წარუდგინეს. მეორე ნაწილში მომღერალმა უამრავი ცნობილი ჰიტი შეასრულა, თუმცა ეს მარტო არ გაუკეთებია. როგორც სჩვევია, დარბაზში ჩამოვიდა და ჯერ მაია დარსმელიძეს სთხოვა იმპროვიზაციის გაკეთება,შემდეგ ლელა წურწუმიას, ბოლოს კი მთელი დარბაზი მასთან ერთად ამღერდა.

მაყურებლისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი გამოდგა, როდესაც სცენაზე ნინო ქათამაძის პატარა ვაჟი ავიდა და თავისი მუსიკალურობით ყველა გააოცა. მან დრამებზე დიდი მონდომებით დაუკრა და დედას აკომპანირება გაუწია, რითაც აპლოდისმენტების ზღვა დაიმსახურა. ნინოს შვილს ისე მოეწონა სცენაზე ყოფნა, რომ დედამ ბოლოს უთხრა, რომ ჩასვლის დრო იყო. პატარამ ხელები ასწია და დედიკოს შესჩივლა, რომ დრამებზე დაკვრით ხელები ეტკინა.

6 წლის ნიკოლოზ ლოლაძე ნინო ქათამაძის ერთადერთი ვაჟია. ნინოს მეუღლე ზოგადი ქირურგი დათო ლოლაძეა, რომელიც „რუსთავი 2“-ზე გადაცემას „ექიმები“ უძღვება.

 2 (18) 1 (50) 1 (11) 1 (10)

დათო ლოლაძე

dato loladze

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები