ექიმი ნინო შარაშენიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი კლავს, მიწასთან ასწორებს ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს და მომავალს.
„ომი 21-ე საუკუნეში…დათო ტურაშვილმა მითხრა ერთხელ… სამშობლოსთვის სიკვდილი ძალიან ადვილია იმასთან შედარებით – სამშობლოსთვის რომ იცოცხლო და საქმე გააკეთოო…
რატომ გამახსენდა ახლა იცით ეს სიტყვები?
სამშობლოდან გაქცევა, ვითომდა არ მოგწონს შენი მთავრობა, სირცხვილია..
სამშობლოში დარჩენა და შენი სირცხვილის ჩამოშორებაა გმირობა…
რატომ არიან ახლა კარგი „ტიპები“ თავის სამშობლოდან გამოქცეული და ჩემს ქვეყანას თბილად თავშეფარებული…
რატომ უნდა მიყვარდნენ და მეცოდებოდნენ…
რატომ უნდა გააკეთოს მთელმა მსოფლიომ მათი გასაკეთებელი საქმე…
ჩემი თავის მრცხვენია ახლა ამას რომ ვწერ…
მაგრამ ფაქტი ფაქტია…
ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი კლავს, მიწასთან ასწორებს ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს და მომავალს.
და ამ რუსეთის „საუკეთესო ნაწილი“ ძვირფასად იწყობს ცხოვრებას სხვის ქვეყანაში…
სირცხვილი , სირცხვილი, სირცხვილი…
მაგრამ სირცხვილის შეგრძნება როგორც ვხვდები ერთეულების ხვედრია…
?? დათო ტურაშვილი .. შენ ჩემი თაობის გმირი ხარ.“ – წერს ნინო შარაშენიძე.