LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოს დაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

117
ნინო თანდილაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) ორი წლის ვადით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს. ასამბლეა გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს ადგენს და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. 

გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რესურსების მობილიზაციისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის  კუთხით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები