LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით, 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა – ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს“

154
ნინო წილოსანი

„ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, NATO-ს ქოლგა საქართველოს არ იცავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას, NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას აღნიშნა, „როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე ავლებენ, რომელსაც საომარი დაძაბულობა მოჰყვა, ეს შეფასებული ვერ იქნება.”

„მნიშვნელოვანი ჩანაწერია NATO-ს დეკლარაციაში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და დასავლური სამყაროს თანადგომისა. ამის ფონზე ოპოზიციურ ველში მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს.

განსაკუთრებით თვალში მომხვდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს 2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე ავლებს, რომელსაც შეიძლება დადასტურებულად არა, მაგრამ შემდგომი არაერთი შეფასებით, საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა.

ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე, რომელსაც ის ესკალაცია და საომარი დაძაბულობა მოჰყვა, რაც თითოეული ჩვენგანის დაღია და ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება.

ასევე ნახეთ

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების. ყველა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან“ – ამბობს აშშ-ში საქართველოს ელჩი.

ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, NATO-ს ქოლგა საქართველოს არ იცავს.

ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული”. – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, NATO-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“. – ნათქვამია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

რაც შეეხება ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილის „პოსტს”:

„გუშინ ჟურნალისტები რომ მეკითხებოდნენ, რა მოლოდინი გაქვს საქართველოზე NATO-ს სამიტიდანო, ჩემი პასუხი იყო, 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილების დადასტურება თუ იქნება, უკვე კარგია-თქო”.

mazda magti 5g