„ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე. ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა. ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!”, – წერს ნინო წილოსანი და ამავე პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ „დედა-შვილს „მშვიდობიანი” აქციის მონაწილეები სისასტიკით მოექცნენ“.
„ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი, რა სისასტიკით მოექცნენ ამ დედა-შვილს „მშვიდობიანი” აქციის მონაწილეები. ეს ქალი ნამდვილი სიმამაცის და ქართველი დედის სიმბოლო გახდა ამ დღეების მანძილზე“