LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ქართულ ოცნებაში“ ადამიანები იმის გამო არ არიან, ვინ რა თანამდებობას და სიის რა ნომერს დაიკავებს, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებს“

155
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ მიერ პარტიული საარჩევნო სიის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ნინო წილოსანი წერს, „ქართულ ოცნებაში” ადამიანები არ არიან იმის გამო, თუ ვინ რა თანამდებობას და სიის რა ნომერს დაიკავებს:

„ქართული ოცნების“ პირველი ოცეულის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ვუსმენ და ვაკვირდები, რა რეაქციები და გამოხმაურებები მოჰყვა „ნაცების“, მათი მედია წარმომადგენლების, „ვითომ ჟურნალისტების“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხრიდან.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ყველა ადამიანი თავისი გარყვნილების მიხედვით განიხილავს სხვას და რომ ძალაუფლებას, სკამებს, ადგილებს, სიის ნომრებს დახარბებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

ხალხს აპოკალიფსის დადგომით აშინებენ – „რუსეთისკენ მიგვაქანებენო“, თავად კი, ერთ ძალად გაერთიანებას სიხარბის გამო ვერ ახერხებენ. ჰოდა, არც აპოკალიფსი დგება და რჩებიან საკუთარი დაუცხრომელი სურვილის, ძალაუფლების ხელში ჩაგდების რბოლაში.

მინდა ყველა დავამშვიდო, „ქართულ ოცნებაში” ადამიანები იმის გამო არ არიან, ვინ რა თანამდებობას და სიის რა ნომერს დაიკავებს. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებს. თქვენდა სამწუხაროდ, ვერც ვერასდროს მიაღწევთ მსგავს საკითხებზე სპეკულირებით ქაოსს“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საარჩევნო პარტიული სია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. სიაში პირველ ადგილს ბიძინა ივანიშვილი იკავებს, მეორე ნომრად დასახელებულია ირაკლი კობახიძე, ხოლო სიის მესამე ნომერი ირაკლი ღარიბაშვილია.

ქართული ოცნების პირველი ოცეულის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ვუსმენ და ვაკვირდები რა რეაქციები და გამოხმაურებები…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g