„ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში ქართველი მაყურებლის 40%-ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, მათ შორის 3 წარმოუდგენლად რადიკალური არხი და მაყურებელს აქვს თავისუფალი არჩევანი უყუროს იმ არხს, რომელიც მისთვის მისაღებია“, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი დიდმა ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას.
ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს
ნინო წილოსანის სიტყვებით, „როცა „იმედს“ და „პოსტივის“ ასანქცირებ, ეს იგივეა, რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One და ITV1 ტელევიზიებზე ; გერმანიას ZDF“.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი თავად ირჩევს რას უყუროს საქართველოს მედია სივრცეში, ბრიტანეთის სანქციები არა იმედს და პოსტივის, არამედ ქართველ ხალხს მიემართება. მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმენის და ნახვის საშუალება.
როცა „იმედს“ და „პოსტივის“ ასანქცირებ, ეს იგივეა, რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One და ITV1 ტელევიზიებზე ; გერმანიას ZDF და ა. შ
დაველოდები გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების შეფასებას ცენზურის ამ შემზარავ ფაქტზე, რომელზეც დიდი ხანია ტრამპი, ჯდ ვენსი და სხვები საუბრობენ.
მარკო რუბიომ ახლახან ბრიტანელ ცენზურის აგენტებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა – დონალდ ტრამპი
ილონ მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს, მაშინ როცა X-ს შესაძლო აკრძალვა ემუქრება.
აშშ აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა.
ჯეი დი ვენსი დევიდ ლემისთან შეხვედრისას აფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის დაკარგვის „ბნელ გზას“ არ დაადგეს.
თუმცა, სწორედ დღეს – საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ყველაზე მძიმედ გვახსენდება რა ქარტეხილებს არ გადაუვლია ჩვენს თავზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორ გადავრჩენილვართ. საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ყველაზე სასტიკ რეჟიმებსაც კი არ გამოსვლიათ, სანქციებიც ვერ გააჩუმებს მართალ სიტყვას საქართველოში.
ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა იმედისა და პოსტივის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.
