LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა – შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე „ნოთ ქულ“ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება!!!“

134
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი Facebook-ზე ეხმაურება ფოტოს, სადაც ლონდონში საქართველოს საელჩოს კედელზე გაკრულია წარწერა „ღრუსეთის საელჩო“.

ნინო წილოსანი ამ ფოტოს შემდეგი ტექსტით ეხმაურება:

„უსამშობლოა ის, ვინც ეს წარწერა გააკეთა და სამწუხაროდ ამ დემონსტრაციების დროს მსგავსი უამრავი შემთხვევა გამოვლინდა..

აქ არც კანონშია საქმე და არც ხელისუფლებაში, უბრალოდ ამ ახალგაზრდებს ძალიან დიდხანს ურეცხავდნენ ტვინს, აჯერებდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად უნდა ჰყვარებოდათ..

აშშ-ის საელჩო: „შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს – საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“

„საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.“

ლოზუნგებზე და ბანერებზე წარწერები – არა რუსულ კანონს, სრულებით არ ახდენს იმის პრევენციას, რასაც ფოტოზე ვხედავთ, შემდეგ ამ ყველაფერს ემატება ფოტოს სიამაყით დამდები მედია საშუალება და მთელი ანტიქართული პროპაგანდის ჯაჭვი.

მთელი რიგი სისტემები და ადამიანები, რომლებიც საზოგადოების აზრს აყალიბებდნენ წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ მივჩვეულიყავით სამშობლოს გინებას და მასში ყოველთვის ცუდი დაგვენახა.

საკუთარ ქვეყანას რუსეთი უწოდო, ესეც ხომ დიდი გეგმის ნაწილია. შენი ქვეყანა, რეპუტაციულად თუ მიწასთან არ გაასწორე, რაა მამული?! – სწორედ ამ ქვეტექსტით მოქმედებდნენ დიდი ხნის განმავლობაში.

საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, მათი ხმა გაგონილი უნდა იქნას – ბრიტანეთის საელჩო

მთელი საინფორმაციო მანქანა მომართულია და მუშაობს, რომ დაგანახოთ ქართული რუსულად, თანაც ეს ყველაფერი ისე სურთ გააკეთონ, რომ კითხვის დასმაც კი ვერ გაბედოთ.

მოკლედ, გამოწვევა მიღებულია – საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია. შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე ნოთ ქულ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება !!!“ – წერს ნინო წილოსანი.

უსამშობლოა ის, ვინც ეს წარწერა გააკეთა და სამწუხაროდ ამ დემონსტრაციების დროს მსგავსი უამრავი შემთხვევა გამოვლინდა.. აქ…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Thursday 2 May 2024

პოპულარულები