LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზაუტაშვილი – „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ეთერების დაწყებას, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას მოემსახურება – მაუწყებელს მოუწევს ხალხის ხმა გაიგოს

625
ნინო ზაუტაშვილი

ახლა ვინც არ უნდა გვიპასუხოს და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბორდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“ – საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ეგულებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო თავისი აზრის დასაფიქსირებლად, თავისი მოსაზრების გამოსახატად, თავისი პრობლემის მოსატანად და საჩვენებლად საზოგადოებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ჩვენი ეთერების დაწყებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ყველა ფენას.

მთავარი არის სიმართლე, სადაც არის სიმართლე, საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს. ეს არის გარდაუვალი ამბავი. ასე რომ, ვინც არ უნდა გვიპასუხოს ახლა და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g