LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული: გაბუნია

69
Untitled design

“ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება მიიღონ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია აღნიშნულ თემაზე გარკვეული სქემა აქვს და მიმდინარეობდა მუშაობაც იმისთვის, რომ მსგავსი პანსიონატის საქმიანობა გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო:

“ამ საკითხით დაკავებულია სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”. იცით, რომ გუშინ, მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ, მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია ამ თემაზე აქვს გარკვეული სქემაც და მუშაობაც მიმდინარეობდა იმისთვის, რომ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო მსგავსი პანსიონატის საქმიანობა.

დღეს იქ რეგულირების სააგენტოც მუშაობს, მსგავსი სირთულეები ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს. ჩვენი მიმართულება და სტრატეგიული ხედვა არის მიმართული იმისკენ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და კეთილგანწყობილ გარემოში. ამდენად, ეს იქნება ჩვენთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი და სამოქმედო გეგმა ამ სიტუაციაში. დანარჩენ დეტალებს, როდესაც ეს პროცესი მთლიანად დასრულდება, სააგენტოს საშუალებით საზოგადოებას ვაცნობებთ.” – თქვა გაბუნიამ.

პოზიციები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოვლენებზე ვრცლად:

ნინოწმინდის პანსიონის საკითხის მოგვარებას ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს: ღუდუშაური

იქ მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია: სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

კორძაია: “თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ბავშვებს აქვთ ღაზას სექტორში, საქართველოში ეს ადგილი ნინოწმინდაა”

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ​ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

პოპულალურები