10 ივლისს, მესტიაში, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნინუცა როსტიაშვილს მისმა რჩეულმა, დაჩი დოლიძემ ხელი რომანტიკურ ვითარებაში სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო.
ჟურნალისტმა ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები რჩეულთან ერთად და ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გარემო მისთვის და მისი მეორე ნახევრისთვის დაუზარელად შექმნა:
„10.07.2022.
And i said yes…
ჩვენს სამწლიან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩაიწერა…
სრულიად მოულოდნელად ჩემს გონებაში გადაღებაზე წასული, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
ჩემმა მარიამმა ყველაფერი ისე კარგად მომატყუა და ერთი გადაღებიდან, მეორე გადაღებაზე ჩართვის ჩასაწერად საღამოს 23:00 საათზე ისე გამიშვა, რომ ანთებულ სანთლებსაც არ დავუეჭვებივარ, სინამდვილეში რა ხდებოდა. მის უკან ჩემი ძალიან ძვირფასი „დილა მშვიდობისა საქართველოს” გუნდი იდგა, მიყვარხართ ძალიან…
და რა თქმა უნდა, ამბის მთავარი მონაწილეები, ანა-მარია ზოიძე და ლექსო შენგელია, რომლებმაც უამრავი კილომეტრი ჩვენ გამო გამოიარეს და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მე მომეწონებოდა…
ეს დღეც შედგა. იმ ადგილას, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ!..
To be continued დაჩი დოლიძე❤️“.