LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიორი, წიწაკა, ქლორი, ალკოჰოლი – მითები და ფაქტები კორონავირუსზე – ნაწილი II

352
კოლაჟი

მითები და ფაქტები ახალი კორონავირუსის შესახებ

ახალ კორონავირუსთან ერთად ელვის სისწრაფით გავრცელდა მითები მის  შესახებ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც სავარაუდოდ თქვენც გსმენიათ. სად გადის ზღვარი მითებსა და რეალობას შორისიცავს თუ არა პნევმონიის ვაქცინა ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებისაგან, რა როლს ასრულებს ნიორი და წიწაკა პრევენციის საქმეში და გამოიყენება თუ არა ანტიბიოტიკები Sars-Cov-2-ის წინააღმდეგ? კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ მითებს ფაქტებით პასუხობსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზეც  Covid-19-თან დაკავშირებულ მითებს და ფაქტებს სპეციალური განყოფილება აქვს დათმობილი.

             

ფაქტი N1: ანტიბიოტიკები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენება.

ზოგადად, ანტიბიოტიკები ვირუსების სამკურნალოდ არ გამოიყენება, ისინი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ არის ეფექტური, ვირუსებს კი სპეციალური ანტივირუსული პრეპარატები ებრძვიან. ანტიბიოტიკი რომელიმე კოვიდპაციენტის სამკურნალოდ მხოლოდ სათანადო საფუძვლის  არსებობისას შეიძლება იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით, თუმცა არა უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ, რადგან ანტიბიოტიკები ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები არ არის.

 

ფაქტი N2: ახალი კორონავირუსი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს და გაურთულდეს. დადასტურებულია, რომ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული გართულებების განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს 100% შანსი აქვთ ვირუსი უსიმპტომოდ ან საშუალო სიმპტომებით გადაიტანონ. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ ყველამ უნდა იფრთხილოს.

 

ფაქტი N3: პნევმონიის ვაქცინა ახალი კორონავირუსისაგან არ იცავს. სამწუხაროდ, არც პნევმონიის და არც გრიპის ვაქცინები არ ეხმარება ორგანიზმს Sars-Cov-2-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში. ახალი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით შემქნილი არ გახლავთ. თუმცა  ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ფაქტი N4: წვნიანში წიწაკის დამატება კორონავირუსს არც კურნავს და არც ინფიცირებას უშლის ხელს.  მიუხედავად იმისა, რომ წვნიანები ძალიან სასარგებლოა, ხოლო წიწაკიანი წვნიანები გემრიელი, წიწაკა არ არის პროდუქტი, რომელსაც კორონავირუსისაგან დაცვა ან  მისი განკურნება შეუძლია. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეკომენდაციების თანახმად, პრევენციის საუკეთესო საშუალებად  ჯერჯერობით კვლავ სოციალური დისტანციის  და პირადი ჰიგიენის ნორმების გულმოდგინედ დაცვა  რჩება.

 

ფაქტი N5: ბუზებს კორონავირუსი არ გადააქვთ.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ რომ მწერებს, მათ შორის ბუზებს ახალი კორონავირუსის გადატანა შეუძლიათ.  Sars-Cov-2 წვეთოვანი გზით ვრცელდება. იგი გარემოში წვეთების სახით გამოიყოფა მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს. სწორედ ამიტომ აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა.

ფაქტი N6:  თერმოსკანერებს მხოლოდ იმ ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება შეუძლიათ, რომლებსაც სხეულის ნორმაზე მაღალი  ტემპერატურა აქვთ. შესაბამისად  ისინი არაფეფქტურია უსიმპტომო  კოვიდინფიცირებულების  გამოვლენის საქმეში.  რაც იმას ნიშნავს რომ კორონავირუსით დაავადებულ პირს, რომლესაც სიცხე არ აქვს, სრულიად თავისუფლად შეუძლია მათ გვერდი აუაროს.

ფაქტი N7: ცხვირის რეგულარულ გამორეცხვას ფიზიოლოგიური ხსნარით კორონავირუსით ინფიცირებისაგან დაცვა არ შეუძლია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მსგავსი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.  მიუხედავად იმისა, რომ გაციების დროს ცხვირის წვეთების გამოყენება ადამიანებს  უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება, ახალ კორონავირუსთან მიმართებაში მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის.

ფაქტი N8:  ნიორი ახალი კორონავირუსისაგან ვერ დაგვიცავს მიუხედავად იმისა, რომ ის ჯანსაღი პროდუქტია და გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ნიორი სასარგებლო პროდუქტია, ის არც კორონავირუსით ინფიცირების პრევენციას და არც მისგან განკურნებას არ ახდენს.

ფაქტი N9 : ამ ეტაპზე არ არსებობს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ აპრობირებული მედიკამენტი უშუალოდ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დროის საკითხია, რადგან აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ უკვე მისცა რეკომენდაცია პრეპარატ „რემდესივირს“. ეს მედიკამენტი არის პირველი, რომელსაც უშუალოდ Covid-19-ის წინააღმდეგ გამოიყენებენ.  გარდა ამისა მიმდინარეობს დაკვირვება სხვა რამოდენიმე მედიკამენტზეც.

ფაქტი N 10: ალკოჰოლი და ქლორი მხოლოდ ზედაპირების დასამუშავებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ალკოჰოლის მოხმარება არ ახდენს ინფიცირების პრევენციას, ქლორის დალევამ კი შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ ეს ნივთიერებები მხოლოდ ზედაპირების სადეზინფექციოდ, რეკომენდაციების მიხედვით გამოიყენეთ.

ფაქტი N 11: ულტრაიისფერი სანათით დასხივება ახალ კორონავირუსს არ კლავს, თუმცა ის შესაძლოა სერიოზულ საფრთხეს შეიცავდეს კანის დაავადებების პროვოცირების თვალსაზრისით. არ დაისხივოთ ხელები ან სხეული სხვა ნაწილები ულტრაიისფერი სანათებით, ეს უსარგებლოა და შესაძლოა საშიშიც აღმოჩნდეს.

ფაქტი N12: მეთანოლი, ეთანოლი, მათეთრებელი და სხვა სადეზინფექციო საშუალებები მხოლოდ ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება და მათი დალევა სასტიკად აკრძალულია! სადეზინფექციო საშუალებების პერორალურმა მიღებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

 

ფაქტი N13: ხელების საშრობს ახალი კორონავირუსის მოკვლა არ შეუძლია. ინფიცირებისაგან თავის დასაცავად მთავარი რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირად დაბანაა. მოერიდეთ ხელების შეხებას სახეზე, განსაკუთრებით თვალზე, ცხვირზე და პირზე.

 

,,5G ინტერნეტი კორონავირუსს ავრცელებს?” – მითები და ფაქტები ახალი კორონავირუსის შესახებ

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები