LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნებს არ მიაქციოთ ყურადღება, არ დაიჩაგროთ გული… გავა დრო და ზოგიერთი ოროსანი უფრო წინ წავა, ვიდრე ხუთოსანი – გზავნილები მშობლებისთვის

2409
maxresdefault

ბავშვთა ფსიქოლოგის და ჰუმანური პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილები მშობლებს:

✔ სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში! მიდით და უთხარით მათ, გაგიხსნან სკოლის კარი! დაწერეთ ინტერნეტში, გაზეთებში.

✔ მშობლებო! ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. ახლანდელი დედებისა და მამების ცნობიერება ძალიან გაფართოებულია. მათ შეიძლება პედაგოგიკაზე გაცილებით დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ, ვიდრე ზოგიერთ მასწავლებელს.

✔ ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?

✔ ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ. ხუთიანებზე დამოკიდებული ადამიანი დაღუპულია.

✔ ბავშვები არ არიან მოსიარულე ციფრები 1-დან 10-მდე. ნიშნებს არ მიაქციოთ ყურადღება და არ დაიჩაგროთ გული. არც ხუთოსანი შვილით იტრაბახოთ. გავა დრო და ზოგიერთი ოროსანი უფრო წინ წავა, ვიდრე თქვენი ხუთოსანი შვილი.

✔ რასაც სკოლა ვერ აძლევს და არ აძლევს მოსწავლეს, იქნება თქვენ მაინც მისცეთ შვილებს ოჯახში. სულიერება, კეთილშობილება, სიმშვიდე, სიხარული, მოთმინება და მომავლისკენ სწრაფვა, იქნებ თქვენ მაინც გაუჩინოთ. იმიტომ რომ სკოლა ამაზე არ აზროვნებს. იქ მხოლოდ ცოდნა, ჩვევები და შესაბამისი ნიშნები.

✔ თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული -„აბა, დაფასთან გამოდი!“, „- აბა მაჩვენეთ ასო აააა!“, „-გადავშალოთ საშინაო დავალების რვეულები!“ და ა.შ.

✔ ბავშვს ყველაფერი შეუძლია. უსაზღვროა მისი შესაძლებლობები. თუ რამე შეზღუდავს მას, ჩვენი პედაგოგიკაა. აკრძალვების, ჯიჯგვნის პედაგოგიკა. ვზრდით ამ პირობებში და გვინდა ბავშვი ზრდილი და კეთილი გამოგვივიდეს. უნდა გავხსნათ ჩვენი პედაგოგიკისთვის განვითარების ალაყაფი.

✔ მასწავლებლებთან ურთიერთობაში უნდა იყოთ ფრთხილი, რადგან მასწავლებლები ადამიანები არიან. დაიჩემებს ზოგიერთი მათგანი ან მე ან ეს ბავშვი და შურს იძიებს თქვენს შვილზე. იყავით ფრთხილი, რომ თქვენს კონფლიქტში ბავშვი არ გაიჭყლიტოს. ეცადეთ გააოცოთ მასწავლებელი. უთხარით, როგორ უყვარს ის თქვენს შვილს. სთხოვეთ დაგეხმაროთ ცალკეულ საკითხში. თუ ყურად იღო თქვენი თხოვნა, იმ წუთას მადლობა გადაუხადეთ. მასწავლებელსაც უნდა გაზრდა თქვენთვის. თქვენ უნდა ამოზარდოთ ამ კაცში თუ ამ ქალში თქვენი შვილისთვის მასწავლებელი. უნდა განაწყოთ ეს ადამიანი თქვენი შვილისთვის.

✔ გაუფრთხილდით სიტყვა მასწავლებელს. გაიხსენეთ, ჭკვიანი კაცის ნათქვამი, არავინ შენი მტერი და შენი მეგობარი არ არის, ისინი შენი მასწავლებლები არიან!

✔ ბავშვის თვალში მასწავლებელი არ დაამციროთ, მაგრამ მასწავლებელთან გახსენით ანგარიში.

✔ ბავშვს ცუდი არ ელაპარაკოთ მასწავლებელზე, მაგრამ როცა პედაგოგთან იქნებით, სთხოვეთ, დაგანახოთ ჰუმანური პედაგოგიკა. აუხსენით, რომ ეს თქვენ გჭირდებათ მის შესაქებად. რომ დაწეროთ მასზე. სთხოვეთ, მოგცეთ ამის შესაძლებლობა.

✔ ხშირად უამბეთ შვილს თქვენს მასწავლებელზე, თქვენს ბავშვობაზე, რადგან ის ამ დროს თქვენში თავის თავს ხედავს.

✔ გახსოვდეთ, რომ კლასიკური პედაგოგიკა ჰუმანურია!

შალვა ამონაშვილის გზავნილები მშობლებისთვის გამოაქვეყნა ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g