LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ახალმა ბოსმა დააზუსტა, თუ რატომ აღმოჩნდა კომპანია კრიზისში

106
Nissan-ის ახალმა ბოსმა დააზუსტა, თუ რატომ აღმოჩნდა კომპანია კრიზისში

Nissan-ის ახალმა ბოსმა ახსნა, თუ რატომ აღმოჩნდა კომპანია კრიზისში. ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას ივან ესპინოზამ ღიად ისაუბრა იმ სიტუაციაზე, რომელშიც  ავტომწარმოებელი ამჟამად იმყოფება. ხელმძღვანელის პოსტი მექსიკელმა 1-ელ აპრილს დაიკავა, თუმცა მენეჯერის კარიერია Nissan-ს 2003 წლიდან უკავშირდება, სწორედ ამიტომ მან ძალიან კარგად იცის თუ რას ნიშნავს ფინანსური უიღბლობა. ესპინოზას განწყობა ოპტიმისტურია: პარტნიორების გარეშეც შესაძლებელია ყველაფრის მოგვარება.

ახალი ხელმძღვანელის აზრით, Nissan-ის პრობლემებს ფუნდამენტური ხასიათი აქვს და საქმე ელექტრომობილებში არ არის, ისე როგორც ანალიტიკოსები ამბობენ. ივან ესპინოზა ფიქრობს, რომ კარლოს გონეს დროს იაპონურ ფირმას გადასარევი პერიოდი ჰქონდა, ყოველწლიური გაყიდვების მაჩვენებელი წელიწადში მილიონი მანქანა იყო.

წარმოების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად ინვესტიციები გაკეთდა პერსონალშიც, თუმცა რეალურად Nissan-ი დაგეგმილი მოცულობის პროდუქციის 50%-ს ძლივს უშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები