LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan Juke-ის ვიდეორეგისტრატორი 360 გრადუსიანი ხედვით (ვიდეო)

62

კომპანია „ნისანმა” წარმოადგინა 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც ქროსოვერ Juke-ის ცენტრალურ კონსოლზე მაგრდება და ვიდეორეგისტრატორადაც შეიძლება მისი გამოყენება. მოწყობილობას JukeCam დაარქვეს.

კამერის შემუშავებაზე იაპონური მწარმოებელი ფირმა 360fly-სთან ერთად მუშაობდა. კამერა შეუწყვეტლად მუშაობს სამი საათის განმავლობაში და ვიდეოს 4K გაფართოებით იღებს. შიდა მეხსიერება 64 გიგაბაიტს შეადგენს.

მოწყობილობის გამოყენება „ექშენ” კამერადაც შეიძლება, იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრალური კონსოლის ნაცვლად შლემზე მოხდება მისი დამაგრება. ასეთ შემთხვევაში გაჯეტის მუშაობის დრო ორ საათს შეადგენს. Nissan-მა კამერის შესაძლებლობები რგოლში Xpogo-ს გუნდთან ერთად აჩვენა, რომლებიც ექსტრემალური ნახტომებით არიან დაკავებულნი.

ექსტრემალთა კოლექტივის წევრი დალტონ სმიტი ერთბაშად სამ Juke-ს გადაახტა და მხოლოდ ერთხელ დაეშვა მიწაზე. მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კატეგორიაში: „ნახტომი პოგო სტიკით ავტომობილების მაქსიმალურ რაოდენობაზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები