LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა 4 ცალი მომავლის ელექტროქარი წარადგინა

75
nissnanews

ნაციონალური ელექტრიფიკაციის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციის ფარგლებში Nissan-მა ოთხი კონცეპ-ქარი წარადგინა – Nissan Chill-Out, Max-Out, Surf-Out და Hang-Out. კომპანია მთლიანობაში 23 ავტომობილისგან შემდგარი „მწვანე“ ხაზის გამოშვებას გეგმავს და პროექტის სავარაუდო თარიღი 2030 წელია. რეალური პროტოტიპის სახით ბრენდმა კროსოვერი Chill-out წარადგინა, დანარჩენი ელექტროქარები კი ჩანახატის სახით იყო წარმოდგენილი.

Chill-out პლატფორმა CMF-EV-ზეა აგებული და კონცეპტი მოძრაობაში ახალი ტიპის ელემენტს e-4orce-ს მოჰყავს. ელექტროქარმა ორ ფერში შესრულებული ძარა და კომფორტული სალონი მიიღო.

სიახლეს ექნება მომავლის ავტოპილოტი, რომლის დანერგვასაც Nissan 2026 წლისთვის 2,5 მილიონ ავტომობილში გეგმავს. კროსოვერი სერიულ ვერსიას მიიღებს და წელიწადში 100 ათასიანი ტირაჟით გამოვა, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g