კომპანია Nissan-მა ავტოპილოტის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზარდა. ახალ სისტემას სრულიად ავტონომიური მართვა დაემატა, რაც მაგსიტრალზე გადაადგილებისას ხელებს აღარ საჭიროებს. ახალი ტექნოლოგიის დებიუტი შემოდგომისთვის შედგება.
„ნისანის“ ავტოპილოტი ამ დროისთვის მუშაობას მხოლოდ კონკრეტულ გზებზე შეძლებს. იმისათვის რომ ის გააქტიურდეს, მძღოლს ნავიგაციის სისტემაში მარშრუტის მითითება დასჭირდება.

ავტომობილი საშუალო სიჩქარით იმოძრავებს და პირველად ავტოპილოტების ისტორიაში, საჭეზე ხელის მოთავსება სავალდებულო აღარ იქნება. თუკი გზაზე რამე დაბრკოლება წარმოიქმნება სისტემა მძღოლს გააფრთხილებს და საჭირო მითითებასაც მისცემს.
და ბოლოს, მუშობისთვის ავტოპილოტი რამდენიმე კამერას, რადარებს, GPS სისტემას, 3D რუქებს და ხმის გადამცემებს გამოიყენებს.
