LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუ დიზაინი” თბილისში სარემონტო მასალების ახალ სავაჭრო ცენტრს ხსნის

2314

სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრი „ნიუ დიზაინი” ფართოვდება – კომპანია თბილისში რიგით მეორე ფილიალს ხსნის. ობიექტი აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრზე, 17 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიხსნება.

როგორც „ფორტუნას”„ნიუ დიზაინში” განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება სარემონტო მასალების სრული ასორტიმენტი.

ჩვენთან ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც ადამიანს რემონტისთვის სჭირდება. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქციის იმპორტი ხორციელდება ევროპული ქვეყნებიდან, ჩვენთან წარმოდგენილია წამყვანი ევროპული ბრენდების სარემონტო მასალები”, – განაცხადეს სავაჭრო ცენტრში. მათივე ინფორმაციით, „ნიუ დიზაინში” ფასები ხელმისაწვდომია ყველასათვის და მორგებულია ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანზე.

ცნობისთვის, სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრი „ნიუ დიზაინი” ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა და ამ დროისთვის ფილიალებს თბილისში, ახალციხეში, ქუთაისსა და რუსთავში ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები