ცენტრალ პარკში 68-საწოლიანი საველე საავადმყოფო მოეწყო. ამის შესახებ განცხადება მერმა ბილ დე ბლაზიომ გააკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი დღეიდან ამოქმედდება და ათობით ადამიანის მომსახურებას შეძლებს.
ცნობისთვის, ნიუ-იორკი ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის ფონზე, აქ დაღუპულთა როადენობა 1 000 აღწევს.
აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 19 988 შემთხვევა გამოვლინდა, სულ აღრიცხულია – 163,479. გასულ 24 საათში ქვეყანაში 565 ადამიანი დაიღუპა, ჯამში კი, გარდაცვლილთა რიცხვი 3,148-ს შეადგენს.
ქვეყანაში 5,506 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.