LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ–იორკში ფურგონი–სასტუმრო გაჩნდა

254

ნიუ–იორკის პრესტიჟულ რაიონში დაპარკინგებული ფურგონი სასტუმროდ გადააქციეს. ამერიკელებმა ძველი Chevrolet–ისგან ნამდვილი მინი–სასტუმრო შექმნეს. ყველაზე ელიტარულ უბანში გაჩერებული ავტომობილის დაქირავებას ნებისმიერი მსურველი, ონლაინ სერვისის Airbnb–ს დახმარებით შეძლებს და ერთი ღამის საფასური 69 დოლარი იქნება. ამ ფასის სანაცვლოდ სტუმრები დასაძინებელ ადგილს და როგორც განცხადებაშია ნათქვამი „ბუნებრივ განათებასაც“ დიდი რაოდენობით მიიღებენ. პარკინგის მისამართს ვიზიტორები მხოლოდ დაჯავშნის შემდეგ გაიგებენ. მათ უფასოდ ბალიშები, საბანი და იქვე მდებარე შხაპიც ეკუთვნით. მინივენის მფლობელი სტუმრებს აფრთხილებს, რომ ისინი გადატვირთული ქალაქის რიტმისთვის უნდა იყვნენ მზად და ასევე ტუალეტის არ ქონასაც გაგებით უნდა მოეკიდონ. ფურგონ–სასტუმროს დაქირავებას სავარაუდოდ ის ადამიანები გადაწყვეტენ, ვისთვისაც ატმოსფერო ყველანაირ კომფორტზე უფრო მნიშვნელოვანია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები