ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მივიდა. ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსი.
„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც ჩვენ ვნახეთ თანამედროვე დროში აქ, ქალაქ ნიუ იორკში“, – განაცხადა ადამსმა.