აშშ-ში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ავრცელებს სოციალურ ქსელში.
როგორც ეპარქიის მღვდელთმთავარმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, კოვიდ 19 ნიუ იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. ამასთან, მეუფე საბამ აღნიშნა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ვიცი, ელოდებოდით პასუხს, მეც ველოდებოდი რომ თქვენთვის მეთქვა პასუხი – პასუხი უარყოფითია, არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, თუმცა მომავალში დაზღვეული არავინ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვდუნდე, არ გავითვალისწინო რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული.
მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული. თქვენი უდიდესი ნაწილი კარგად იცნობს ნიუ იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას. მას აღმოჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ იორკი ეპიცენტრია და არ ვიცით, საიდან, ვისგან დაინფიცირება. ასევე გეტვით, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში მკურნალობს.
მინდა გთხოვოთ, ილოცოთ მისთვის, ისე როგორც მამა იოსებისთვის და ზოგადად, მთელი სამყაროსთვის გავაძლიეროთ ლოცვა“,- განაცხადა მეუფე საბამ.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსი ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა.
https://www.facebook.com/igumeni.intskirveli/videos/10216289944192612/