„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, „რუსთავის 2“- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!
ორ წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!!
ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!!!
მყარი ნერვები და რკინის ქალამნები ნამდვილად აქვს თეოს Teo Zakarashvili , უმაგრეს იურისტს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან რომელმაც, ორი წელი იომა!!! მადლობა შენ Eka Gigauri რომ პირველივე წუთიდან ჩვენს გვერდით იდექი“!. – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმის საქმის განხილვა უკვე 2 წელი და 7 თვეა, მიმდინარეობს.
ნოდარ მელაძის ინტერესებს სასამართლოში „გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა. ორგანიზაციის იურისტის თეო ზაქარაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თეა ბერაიამ. მისი თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში სწორედ ეს არის.
რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ზაქარეიშვილის თქმით, მოსამართლემ ტელეკომპანიას ნოდარ მელაძისთვის 80 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ინფორმაცია „პუბლიკას“ მიაწოდა.