LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

313
BeFunky-collage (7)

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ამასთან, აღნიშნა, რომ სუს-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

“სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს.

ვაპირებთ, რომ შევიტანოთ სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ მისმენდნენ მე. ასევე, ჩვენი ნიუსრუმის ჟურნალისტები, ყველა ვისი გვარიც ერთხელ მოხვდა და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.

თუ ეროვნული სასამართლო არ დაადგენს ამ ადამიანების ბრალეულობას და არ მიაქცევს პასუხისგებაში, წავალთ სტრასბურგში,“ – აცხადებს ნოდარ მელაძე.

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი.

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა.

ამავე თემაზე:

გახარიას პარტიის პასუხი „ოცნებას“: მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დაწყებულია გამოძიება, დაამუშავებენ ყველა ვერსიას, მათ შორის, ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, რომ აქ ჩართული იყვნენ გახარია და ხოჯევანიშვილი

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g