“რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნოდარ მელაძე რამდენჯერმე დააფიქსირეს “ტვ პირველის” დამფუძნებელთან ვახტანგ (ვატო) წერეთელთან ერთად, საიდანაც გაჩნდა ეჭვი, რომ ნოდარ მელაძე შესაძლოა, მალე “ტვ პირველში” ვიხილოთ.
მან ამ ამბის შესახებ პრესკონფერენციიდან გაიგო.
ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი „რუსთავი 2“-დან გათავისუფლების შემდეგ
“ფორტუნა” ინფორმაციის გადასამოწმებლად ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მან ამ კითხვას არ უპასუხა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ “რაც სათქმელი ჰქონდა პირდაპირ ეთერში თქვა”.
რაც შეეხება “ტვ პირველის” პოზიციას, ვატო წერეთელი ამჟამად საბერძნეთში დასასვენებლად იმყოფება. როგორც მან “ფორტუნას” განუცხადა, ნოდარ მელაძის “რუსთავი 2”-დან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად ვერ უპასუხებს კითხვას გადავა თუ არა ნოდარ მელაძე “ტვ პირველზე”, რადგან ის წერეთლის განცხადებით, “რუსთავი 2”-ზე მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, არც “ტვ პირველის” დირექტორს პაატა კაკაურიძეს.

