LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

206
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და ტელეწამყვანის, ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

„წაიღეს სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი“ – ნოდარ მელაძის განცხადებით, მისი ავტომობილი გაძარცვეს

„დაშინება ძარცვის იმიტაციით, შუაგულ თბილისში სამი კამერის თვალთახედვის არეალში მდგარი მანქანა ასე დამხვდა“.

ცნობისთვის, ნოდარ მელაძემ გუშინ, 13 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა ღამით გაძარცვეს.

მისი თქმით, მოპარულია ტელეკომპანიის კუთვნილი კომპიუტერის გარე მყარი დისკი.

მომხდარ ფაქტს ნოდარ მელაძე პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა. ტელეკომპანიის ცნობით, ნოდარ მელაძე საქმეზე დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები