LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „როცა ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ის აუცილებლად მიდის… იმდენი ქართველია შეკრებილი, ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ“ – აქცია ნიუ-იორკში და ერთხმად შესრულებული საქართველოს ჰიმნი

263
ნოდიკო ტატიშვილი, აქცია აშშ-ში

„როცა ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ის აუცილებლად მიდის და აუცილებლად წავლენ ესენიც“, – ასე მიმართა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა აშშ-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონრპოექტის საწინააღმდეგო შეკრებილ მოქალაქეებს.

საქართველოს მოქალაქეების მიერ ნიუ-იორკში გამართულ აქციაზე ნოდიკო ტატიშვილმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

არა რუსულ კანონს! — ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

არა რუსულ კანონს! — ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024

„ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, რადგან ჩვენ გვინდა განვითარება და წინსვლა. ნახეთ, რა ხდება ბრუკლინში, იმდენი ქართველია შეკრებილი, ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ, ბედნიერებაა აქ ყოფნა“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ვიდეომიმართვაში.

უდიდესი ეროვნული სულისკვეთებაა აქაც! ამერიკაშიც! თქვენთან ვართ მთელი გულით! ❤️❤️❤️

Posted by Nodiko Tatishvili on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024

პოპულარულები