LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.47 ლარამდე გაიზარდა

157
ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2023 წლის ნოემბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.

წლის ამ პერიოდში ინდექსის მატება ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს – ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირება მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე ზრდის.

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი (+8.3%), რომელსაც მოყვება საფუარი (+5.9%), კარაქი (+3.5%), რძე (+2.6%), ფქვილი (+0.4%) და კვერცხი (+0.3%).

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66₾), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39₾) ჯდება. მეტიც, ნოემბერში ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისსა (+14.3%) და თელავში (+12.7%) გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ყველის ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები