LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილი 81 წლის გახდა – ლეგენდარული მოჭადრაკე მილოცვებს იღებს

261
BeFunky-collage (1)

დღეს, 3 მაისს, ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.

ნონა გაფრინდაშვილი 81 წლის გახდა. ლეგენდარულ მოჭადრაკეს იუბილეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

„დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის სიამაყით გვავსებდა თავისი ღირსეული ასპარეზობითა და დიდი გამარჯვებებით.

ქალბატონმა ნონამ ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია. მთელი გულით ვუსურვებ ქალბატონ ნონას მხნეობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

მისალოც განცხადებას ავრცელებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

“ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. იგი გახლავთ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის. ასევე, ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი. ლეგენდარულ მოჭადრაკეს გამოქვეყნებული აქვს წიგნი:” ჩემი ცხოვრების არსი”.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g