LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესს „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს

2799
page

კომპანია BLB-ის მმართველი დირექტორი, კახა შარაბიძე ჰყვება ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შესახებ, რომელიც გიგანტი ამერიკული არხის „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ კალიფორნიაში შეიტანეს. თავიდან ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს არ ჰქონია განზრახვა ჩივილის, მაგრამ „ნეტფლიქსის“ ცინიკური პასუხის შემდეგ გადაწყვიტა, სასამართლოში სარჩელი შეეტანა.

ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს

კახა შარაბიძის თქმით, ამ საქმეზე მოსამართლე უკვე დანიშნულია, ვირჯინია ფილიპსი განიხილავს დავას, რომელიც ამერიკულ სასამართლო სისტემაში ცნობილია, როგორც ძალიან ავტორიტეტული, გამოცდილი და პატივსაცემი ადამიანი.

კახა შარაბიძემ ამ თემაზე „დილის პალიტრის“ ეთერში ვრცლად ისაუბრა:

„როდესაც „ნეტფლიქსმა“ შეწყვიტა ჩვენთან კომუნიკაცია და უარი თქვა ძალიან ცინიკური ფორმით, ჩვენმა იურისტებმა ამერიკიდან გვითხრეს, რომ შეიძლება, მათი ამ საქციელის მიზეზი ის იყო, რომ ვერ წარმოედგინათ, რომ ნონა გაფრინდაშვილი გააგრძელებდა ბრძოლას და სასამართლომდე მივიდოდა. სასამართლომდე მისვლა არ არის ადვილი, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილის სტილი ჭადრაკში აგრესიული შეტევა იყო და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

ტორესა მოსი: "ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ..."

"სერიალს 68 მილიონმა ადამიანმა უყურა გამოსვლიდან ორ კვირაში და ჯამში ას მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვენს შესახებ გაიგო რომ ხართ რუსი, რომელიც არ ხართ და ამავდროულად, ფიქრობს რომ იმის ნახევარიც არ გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, რაც მართლა გააკეთეთ"

„ნეტფლიქსი“ არის ყველგან და აქ საინტერესო იყო იურისდიქციის შერჩევა. კალიფორნიაში მდებარე მისი სათავო ოფისი, ჩვენი აზრით, საუკეთესო ადგილი იყო. შევარჩიეთ პარტნიორი იურისტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი სახეები ამ სფეროში – ერთი არის ბატონი როდ სმოლა, რომლის წიგნით ხელმძღვანელობენ ამ სფეროში და მეორე გახლავთ ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ჩართულია ჯონი დეპისა და The Sun-ის ცნობილ დავაში ჩართული და წარმოადგენს არაერთ სელებრითის.

ჩვენ დაახლოებით უკვე ვიცით, რა იქნება „ნეტფლიქსის“ მონახაზი. დიდი კომპანიაა, მისი შემოსავალი მხოლოდ შარშან იყო 30 მილიარდი დოლარი და წარმოგიდგენიათ, რა დონის იურისტებს ჩართავს ამ ბრძოლაში? თუმცა სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ქალბატონ ნონას ძალიან მძიმეწონიანი იურისტები ჰყავს ირგვლივ. ველოდებით წინააღმდეგობას, მაგრამ ქალბატონი ნონას სტილში ვაპირებთ შეტევას“.

ანა დოლიძე: “აი მარადონა რომ ყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას, ხალხნო, ჩვენ გვყავს ნონა!!! ნონა!!! ცოცხალი მსოფლიო ლეგენდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g