მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.