ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სკანდინავიის ქვეყნებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტინგული აქტივობები 2022 წლიდან დაიწყო. ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში, 2022-2024 წლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, დეგუსტაცია-პრეზენტაციები და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენებები გაიმართა. ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენებში: RAW WINE (კოპენჰაგენი), Expovina (ციურიხი) და Stockholm Food and Wine (სტოკჰოლმი).