LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიის ყველაზე ცნობილი ტაქსი – 350 ცხენის ძალის მქონე Ford Focus RS

24

ნორვეგიელი ტაქსისტი ევალს იასტადი, რომელიც ოდდას კომუნაში ცხოვრობს, თავის მშობლიურ ქალაქში იმით გახდა ცნობილი, რომ „დამუხტული ჰეთჩბეკით, Ford Focus RS-ით გადაადგილდება. რგოლი, სადაც ის თავისი საქმიანობის შესახებ ყვება, Ford-ის ევროპული ოფისის YouTube-ის არხზეა განთავსებული.

ოდდა პოპულარული ტურისტული ადგილია. აქ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა განთავსებული – კლდეზე წამონაზარდი „ტროლის ენა“. ყოველ დილას შვილი ბაღში ქალაქიდან 16 კილომეტრის დაშორებით დაყავს, შემდეგ კი ტურისტებსა და ადგილობრივებს ემსახურება.

ძარის ხასხასა ფერისა და დინამიკის გამო იასტადის ავტომობილს „ლურჯი ელვა“ შეარქვეს. წელიწადნახევარში ავტომობილმა 127 000 კილომეტრი გაიარა.

Ford Focus RS აღჭურვილია EcoBoost-ის 2,3 ლიტრიანი ტურბო ძრავით. მისი სიმძლავრე 350 ცხების ძალას შეადგენს. ას კილომეტრს 4,7 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 268 კილომეტრ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები