LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან

110
33359f688a29ef5ca133bd50533c5325

კიოტოსა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების მეცნიერებმა კომუნიკაციასა და ნოსტალგიურობას შორის კავშირი იპოვეს. მათი დასკვნა ჟურნალმა Cognition and Emotion-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, თუ რამდენად აიძულებს ნოსტალგია ადამიანებს მეტი სოციალური კავშირის დამყარებას. ჩატარდა გამოკითხვა და დადგინდა, რომ ნოსტალგიურ ადამიანებს საშუალოდ 7 ახლო და 21 უბრალოდ მეგობარი ჰყავთ.

მეცნიერები აზუსტებენ, რომ ნოსტალგიურ ადამიანებს კომუნიკაცია სხვებზე მეტად სწყურიათ და მეგობრებთან მჭიდრო კონტაქტს უფრო მეტად ინარჩუნებენ.

საინტერესოა, რომ დაკვირვება 7 წელი გაგრძელდა და ამ პერიოდში ნაკლებად ნოსტალგიურმა ადამიანებმა მეგობრების 18% დაკარგეს. ისინი მოგონებებსაც ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას და შესაბამისად, სამეგობრო წრის ცვლილებაც არ აშინებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები