მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს – ნუ დაადანაშაულებენ მაიმუნებს „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებაში.
ჯანმომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიაში, ვირუსის გავრცელების შიშით, მოქალაქეებმა მაიმუნებზე თავდასხმა დაიწყეს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პრიმატები არ არიან პასუხისმგებლები ამ ვირუსის გავრცელებაზე: „ის, რაც ადამიანებმა ძალიან ნათლად უნდა იცოდნენ, არის გადაცემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ – ეს არის ვირუსის ადამიანებს შორის გადაცემა. საზრუნავი უნდა იყოს ის, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ადამიანებმა, რათა დაიცვან თავი მისი მიღებისა და გადაცემისგან. მათ, რა თქმა უნდა, ცხოველებზე თავდასხმის უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ჯანმოს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიაში, სულ მცირე, 10 მაიმუნი გადაარჩინეს გასულ კვირას სან-პაულოში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ აღმოაჩინა ნიშნები, რომ ცხოველებს თავს დაესხნენ ან მოწამლეს მაიმუნის ყვავილის გადაცემის შიშით. შვიდი მაიმუნი მოგვიანებით მოკვდა.
შემთხვევებს სან-პაულოს პოლიცია იძიებს და აცხადებს, რომ ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 თვიდან 1 წლამდე ვადით.
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა დადასტურდა
ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა