“ლელო” ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურებზე მამუკა ხაზარაძე იდეის შინაარსს არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთნ მელიას ციხიდან გამოსვლის ალტერნატიულ გზას განიხილავს. პარტიის ინფორმაციით, მათ ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყეს და პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან გაიმართა.
შეთანხმებაზე ხელოწერასთან დაკავშირებით ხაზარაძემ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი “სახელმწიფოებრივი საკითხები” მხოლოდ “მელიას თემაზე ვერ დავიდოდა”.
“მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თვითონ ჩვენი ეს ძალისხმევა, ჩემი პირადი, ბადრი, ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების, იმით არის განპირობებული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიზირებული მართლმსაჯულება დამთავრდეს, მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება, მე პატივს ვცემ ნიკას და მის პიროვნულ პოზიციას, გასაგებია, ეს მისი პოზიციაა და პატივს ვცემ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში, ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ სახელმწიფოებრივ საკითხზე და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი საკითხები, ისეთი როგორიც არის, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და იმ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი ვერ დავიდოდა მარტო ნიკა მელიას თემაზე”- განაცხადა “ტვ პირველთან” ხაზარაძემ.
