LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გაგიკვირდებათ, რატომ არ ვგავართ პარიზს, ან ბარსელონას – ხაზარაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

88
mamuka xaz

„ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ  უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ხელისუფლება  უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას“.  – განაცხადა  „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

„თბილისი ხომ ყველას გვიყვარს, მინიმუმ ერთი სადღეგრძელო ხომ გვითქვამს თბილისთან დაკავშირებით, როცა 8 და 9 წელი თბილისის „არტერიები“ და „ძარღვი“ ინგრეოდა, ვინ გააჩერა და ვის ეყო პოლიტიკური ნება, რომ თუნდაც 2008 წელს, 2014 ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო და ეს ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გაეჩერებინა.

სიმართლე გითხრათ მაოცებს ერთი რამ, ამ ქალაქს აქვს მეხსიერება, ქალაქი შედგება ადამიანებისა და შენობებისგან. მინდა ერთი რამ გითხრათ „ქართული ოცნების“ დეპუტატების გასაგონად, რა აზრი აქვს ჩემს გამოსვლას, როცა საკითხს ვაყენებ და პასუხს ვერ ვიღებ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვით განახლდა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 10 ივნისის სხდომაზე დაიწყო და დღეს გრძელდება.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g