LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ მოვკლავთ ერთმანეთს სულიერად”- მეუფე ზენონი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას ემხრობა

collage

“დეკანოზ გიორგი მამალაძის საპყრობილეში ყოფნა, მითუმეტეს „მკვლელობის მცდელობის” ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია” – ამის შესახებ  დმანისი-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს და ე.წ ციანიდის საქმეს ეხმაურება.

როგორც მეუფე ზენონი აცხადებს, ის არ იცნობს დეკანოზ მამალაძეს, თუმცა მიაჩნია, რომ დეკანოზის შეწყალება  საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

“მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი “შესაძლო მსხვერპლის” ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გარემოებით ზოგიერთისთვის დეკ. გიორგი მამალაძე “სიმართლისათვის დევნილია” და ზოგიერთისათვის “ცოდვილთა შორის ცოდვილი”. რა მოიტანა ამ ყოველივემ: ლანძღვა-გინება, განკითხვა, სიძულვილის და გაუცხოების ტენდენცია. ამბავი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ალაპარაკდნენ სხვაგან. ზოგჯერ ვირჩევთ უმცირესს და ვკარგავთ უმთავრესს.
ვფიქრობ, ე.წ “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც”, – წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/H.E.ZenonIarajuli/photos/a.1127666513959394/2103007689758600/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები