ექიმი, პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
კახაძემ საზოგადოებას ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა და სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობა შეახსენა.
ლადო კახაძე მოქალაქეებს ურჩევს, ნუ ისაუბრებენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს და “განზე ილაპარაკონ”:
“მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში – ეს არის ნიღაბი და ის წესიერად ვატაროთ.
ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ! და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით.” – განაცხადა კახაძემ.
დღის კოვიდსტატისტიკა ასეთია – გამოვლინდა 4 459 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 65 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვია 11 999.