მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფეისბუკგვერდზე გულშემატკივრებს მორიგ ვიდეოსა და ახალ ინფორმაციას უზიარებს. კერძოდ, როგორც ნუცა ბუზალაძე აღნიშნავს, მისი ახალი სინგლი „All My Life“ უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც შევიდა.
„All My Life ჩარტებში მაღლა და მაღლა იწევს და უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც მოხვდა!“, – წერს ნუცა ბუზალაძე.
რას წერს უცხოური პრესა ნუცა ბუზალაძის ნიშნობის შესახებ: „ამერიკის ვარსკვლავი“ და „ევროვიზიის“ ფინალისტი საკუთარ აგენტზე დაინიშნა…“
უცხოური მედია ნუცა ბუზალაძის ნიშნობის შესახებ ალაპარაკდა.
„All My Life“ თავისი მელოდიურობით გამოირჩევა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუზალაძის მუსიკალურ სტილს და სცენურ მომხიბვლელობას.
აღსანიშნავია, რომ კარიერული წინსვლის ფონზე, ნუცა ბუზალაძე, პირად ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე დგას. რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ მომღერალი დაინიშნა. ნუცა ბუზალაძისა და ამერიკელი აგენტის, დარენ პრინცის ურთიერთობა პროფესიული თანამშრომლობით დაიწყო, თუმცა როგორც ნუცამ აღნიშნა, დროის განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა ღრმა ემოციურ კავშირში გადაიზარდა.