ნუცა გილიგაშვილი: „იყო საშიშროება, რომ გიორგის ხმა საერთოდ დაეკარგა… ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა…“

416
nutsa-da-giorgi

გიორგი გილიგაშვილის და, ნუცა ძმის დაავადებაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი თქმით, გიორგის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა და არა ყელის. მას 18 კვანძი ჰქონდა და აქედან 8 ავთვისებიანი გამოდგა – „ერთი კვანძი სახმო იოგზე იყო, ერთიც კაპილარზე… ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა და იყო საშიშროება, ხმა საერთოდ დაეკარგა. მადლობა ღმერთს, ისე გადავიტანეთ, რომ ენერგიაც დაუბრუნდა და ხმაც მალე დაუბრუნდება…“

„ველოდი, რომ რაღაც უნდა განმეცადა და უფალმა ბრძოლის ველი გამიჩინა“ – გიორგი გილიგაშვილი მძიმე დიაგნოზზე ჰყვება

როგორც ნუცა აღნიშნავს, გიორგი ამჟამად კარგად გრძნობს თავს: 

„კარგად არის და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, უკეთესადაც იქნება. დიდი შემართებით არის, ერთი წუთითაც ვერ შეატყობთ მოწყენას და მსგავს ემოციებს. პირიქით, ძალიან მოტივირებულია, მადლობელია უფლის, რომ ასე დაემართა, რადგან ამბობს, უფრო მაგარ რაღაცას მივხვდიო – იმას, რომ ძალიან მაგარია სიცოცხლე და ამდენი ადამიანის სიყვარული…“

ვიდეო – გიორგი გილიგაშვილი: „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”

გიორგი გილიგაშვილი: „სულ ვვარჯიშობდი, ჩემი მომრევი თითქოს, არ მეგონა დედამიწაზე არავინ. უცებ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“