LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველოდი, რომ რაღაც უნდა განმეცადა და უფალმა ბრძოლის ველი გამიჩინა“ – გიორგი გილიგაშვილი მძიმე დიაგნოზზე ჰყვება

1555
გილიგა

მსახიობმა გიორგი გილიგაშილმა მძიმე დიაგნოზზე გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, კვანძების შესახებ სამი წლის წინ შეიტყო, მაგრამ შემდეგ ყურადღება არ მიუქცევია და კვლევაზე ირაკლი მაქაცარიამ წაიყვანა.

„ჩემი გულწრფელი ერო ლოცულობდა მის უცნობ ძმაზე, შვილზე თუ მეგობარზე, ჩემი სულწრფელი დედა ეკლესია, ჩემი მრევლი, საოცარი ჩემი მოძღვრები, დედაოები, სათითაოდ რომ ზრუნავდნენ, მიხსენებდნენ, მაზიარებდნენ, ის ადამიანები, ვინც ბალღობიდან ჩემთან ერთად გაიზარდნენ, ეს საოცარი კრებული, რომელთა უმცირესმა კრებული, რომელთა უმცირესმა სიყვარულმაც უდიდესი ნაყოფი გამოიღო, ერთი ზღაპრის ლამაზი ფურცელივით გადაიფურცლა ეს ჩემი განსაცდელი, რომელსაც არც ვთვლი, რომ არის ეს ტრაგედია, ეს არის საოცარი საჩუქარი.

ავთვისებიანი კარცენომა, ავთვისებიან სიმსივნეებში ყველაზე მორჩილი მომივლინა უფალმა. ზოგი 9 მთას გადადის და არაფერი მოსდის, პაპა მეუბნებოდა, გუბეში იხრჩობა კაციო. ვერ გაიგებ რა დაგაზიანებს შენ სასიკვდილოდ, რაღაც ნიშანს ველოდი, რომ რაღაც უნდა განმეცადა და უფალმა პოლიგონი, ბრძოლის ველი გამიჩინა.

რამდენიმე წლის წინ იყო გადაცემა, სანამ ამ გადაცემაში შევიდოდით, ყველა მონაწილე ვალდებული იყო სრული სამედიცინო შემოწმება გაევლო, იქ მითხრეს, რომ რაღაც კვანძები გაქვს და ყურადღება მიაქციო. მე რადგან სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი, არც მიფიქრია რომ ეს ყველაფერი ავის მომასწავებელი შეიძლება ყოფილიყო. შემდეგ კოვიდი დაიწყო, კი მახსოვდა, მაგრამ ვიფიქრე, ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, ამდენი პაციენტით არის გადატვირთული სამედიცინო პუნქტები და მე რაღაც კვანძები მაქვს და ექიმები დავაკავო, ვფიქრობდი, არ იყო საგანგაშო ჩემთვის. შემდეგ ირაკლი მაქაცარია, ძალიან მზრუნველია თავის მეგობრებში, (ჩემზე) იქილიკა ყველაზე ჯანმრთელიაო, მეთქი არა ჩემო ირაკლი, მეც მითხრეს რაღაც კვანძები გაქვსო, არ ვარ ჯანმრთელი-თქო. ჩამეძია და მიმიყვანა მისი მშვენიერი ლიზის დედასთან, ქალბატონ ქეთევანთან მომიწია ვიზიტი, მისმა პროფესიონალიზმმა ძალიან სწრაფად მიგვაღებინა გადაწყვეტილება“ – ამბობს გილიგაშვილი და დიაგნოზის გაგების მომენტს იხსენებს.

„პირველად როდესაც გავიგე, გიორგი გამობრძანდი, არ გაქვთ კარგად საქმე, ერთ-ერთიი ბატონი ჩემთან მოვიდა, შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე და როდესაც მიხსნიდა ეს ბატონი ჩემს დაავადებას…. ამასაც მოვყვები, რომ კონსტანტინოპოლში მოხდა, ქრისტეს ასაკში, გრძნეულების დაძლევა. ერთ-ერთ პირველ კერაში, ქრისტიანობის, კონსტანტინოპოლში გამამწესა უფალმა, რადგან სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი არის ჩვენი ღმერთი, ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს. როდესაც ბატონ ბაჩანასთან ერთად მეუბნეოდნენ, პირველი კვანძიდან ამოვიდა ავთვისებიანი, ლიმფაზეა გადასული, მიხსნიან უარყოფითი რა პროცესები შეიძლება წავიდეს. მე ვკითხე, რომ წვერს ხომ არ გამპარსვათ ოპერაციის დროს-თქო. მითხრა, შენ რომ ეს კითხვა არ დაგესვა, უთუოდ გაგპარსავდი, მაგრამ რადგან შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, არ გაგპარსავთო“ -ჰყვება გილიგაშვილი და მიმართავს ყველას ვისაც ადარდა.

„მე მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, მე ლეგენდარულად ვარ, არაფერი მიჭირს, ჩემზე ლეგენდარული ბიჭები, 33 წლამდე ახლდნენ უფალს, არ არის პრობლემა ჩემს გარდაცვალებაში, იმიტომ არა რომ მე მაგარი ბიჭი ვარ, ღმერთის მოწყალებას ფეხის ყველა ნაბიჯზე უნდა გრძნობდეს ადამიანი. ამ გასაცდელმა, ამ 4 საათიანმა ოპერაცია, ამ 8 ავთვისებიანმა კვანძმა, ჩემთვის ეს კიდევ ათმაგ პასუხისმგებლობას მმატებდა: მე არ მქონდა სხვა გზა, როგორ ხარ გილიგ? – ლეგენდარულად, არ მეთქვა“ – ამბობს გილიგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები