LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა კუხიანიძე: „დავდგეთ სიბრაზესა და ზიზღზე მაღლა. ყველას გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. პრეზიდენტების მკვლელობები აქამდე ვერ მიგვიყვანს…“

396
nuca

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ჩაერთო მსახიობი ნუცა კუხიანიძე, რომელმაც ციხეში მჯდომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუთქვა:

„მიშასთან დაკავშირებით სათქმელი არ მგონია, დღევანდელი დღით შემოიფარგლოს. მარტო მიშასთან დაკავშირებით არა, ზოგადად, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში – ყოველდღე ვიღვიძებ დანაშაულის შეგრძნებით, რომ იმდენს ვერ ვაკეთებ რაღაცის შესაცვლელად, რაც შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ეს შეგრძნება. ნაწილი საზოგადოებისა სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი ამის გამო, ნაწილს კი კვებავენ ზიზღისა და შურისმაძიებელი რაღაცებით. სულ ვფიქრობ, ვის უნდა მიმართო. საზოგადოების ნაწილი ისეა გამწარებული, რომ თავისი ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა შეუძლია, პირად ინტერესს გადააყოლოს…

“სასიამოვნო შეძახილები არ იყო” – გიორგი სააკაშვილი მის ძმაზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე საუბრობს

მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ელაპარაკო საქართველოს მოქალაქეებს, სულ რომ არ ფიქრობდეს ისე, როგორც შენ ფიქრობ. მგონია, რომ საერთო რაღაცამდე უნდა მივიდეთ და დავდგეთ სიბრაზესა და ზიზღზე მაღლა. ყველას გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. პრეზიდენტების მკვლელობები აქამდე ვერ მიგვიყვანს. ელემენტარული უფლებაა მისი, რომ წარდგეს გამჭვირვალე და ობიექტური სასამართლოს წინაშე და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ადამიანის სიცოცხლე სათუთი თემაა, მით უმეტეს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებ ამას. „რაღაცნაირად უნდა გავცდეთ ჩვენს პირად ინტერესებსა და სიბრაზეებს, მთავარია, დღეს კარგად ვიყო და ხვალ ჩემს მეზობელს რა დაემართება, არ მაინტერესებს“ – ამით არ შენდება ქვეყანა, ხომ ვხედავთ ამას…“

გიული ალასანია: ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში” – ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს

სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია არა “ვივამედში” გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა: იაგო ხვიჩია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მიიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g