LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მიიყვანეს

254
ვივამედი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.

კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და შენობის ორივე მხრიდან ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

სააკაშვილის ოჯახისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა სჭირდება. თავად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

ცნობისთვის, 10 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კვლევების ჩასატარებლად კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, რაზედაც მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე პირობა წაუყენა.

magti 5g