LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია არა “ვივამედში” გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა: იაგო ხვიჩია

542
BeFunky-collage (16)

მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანა ჩავთვალოთ პირველ ნაბიჯად მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და დაველოდოთ, “ნაცმოძრაობის” ქმედებებს მათი დაშლის შესახებ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, რადგან ეს პარტია მისი საკუთრებაა.

“სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად საჭიროა “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება და ეს ნება რომ დადგეს, ამისთვის ყველაზე მოკლე გზა “ნაცმოძრაობის” დაშლაა.” – აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა და შესაბამისად სააკაშვილის გადაწყვეტილებაა მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა.

” აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის “ნაცმოძრაობის” დაშლა, მთავარია, მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის” – აცხადებს ხვიჩია.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა “ვივამედში” გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა. ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები,”- განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g