LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასიამოვნო შეძახილები არ იყო” – გიორგი სააკაშვილი მის ძმაზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე საუბრობს

331
ძმები სააკაშვილები

მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი არ იმყოფებოდა „ვივამედში“ იმ მომენტში, როდესაც მესამე პრეზიდენტი მიიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოსთან რა ხდებოდა, ინფორმაციას ფლობს.

„მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოსთან ე.წ. შუმოკი მოუწყვეს, იგივე გრძელდება, რაც გლდანის ციხესთან ხდებოდა, იმისთვის, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყოს. ეს არის ტიპური „ქართული ოცნების“ ხელწერა.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა ადამიანს უნდა მივცეთ ცხოვრების უფლება და ხელი უნდა შევუწყოთ მათ გამოჯანმრთელებას.

გიული ალასანია: ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი "ვივამედში" - ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს

"ერთი ადამიანი , პარლამენტის ტრიბუნიდან "ტიპად" იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა.

დეტალები ნამდვილად არ ვიცი, რა შეძეხილები ისმოდა „ვივამედთან“ არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო შეძახილები რომ არ იყო, ამას დაგიდასტურებთ.

ასეთი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და  მოვუწოდებ, ვინც აორგანიზებს მსგავს რაღაცებს, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ.

საავადმყოფო არის ადგილი, სადაც ადამიანი გამოჯანმრთელობისთის მიდის. არ მგონია, ე. წ. შუმოკი ვინც მოაწყვეს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც კლინიკაში გამოსაჯანმრთელებლად არიან მისული, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიიყვანეს. ცდილობენ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ მსგავსი მიდგომა აქვს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ ეს  ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.“ – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

კითხვაზე, უკვე დაიწყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცედურები, გიორგი პასუხობს:

„გამოკვლევები დაიწყება აუცილებლად, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ ის დროებით უნდა იყოს „ვივამედში“. ახლა უნდა მოხდეს ადამიანის უბრალოდ მომჯობინება, რომ მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან საქართველოში ვერ მოიძებნება კლინიკა, რომელიც ფეხზე დააყენებს მიშა სააკაშვილს.“  – აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g