LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძეზე, პოლიციის გვერდით მაღაზია გაქურდეს – შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

96

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, პოლიციის გვერდით მდებარე მაღაზია “ლიზი” გაქურდეს.

მაღაზიიდან ფულია წაღებული. ამის შესახებ “ფორტუნას” ადგილობრივებმა, მაღაზიის გამყიდველზე დაყრდნობით განუცხადეს.

ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ. შსს-მ განაცხადა, რომ შეტყობინება აღნიშნული მაღაზიის შესახებ მიიღეს, თუმცა ცრუ აღმოჩნდა და ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები