მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობზე „ფორსაჟის“ ეპიზოდების გადაღების გამოა შეზღუდული. ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.
დღეიდან ნუცუბიძის ფერდობზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე და ასევე, დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს.
„შესაბამისად, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად, 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება.
” ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აკრძალულია პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მესამე მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებულია ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“ფორსაჟის” გადაღებები საქართველოში 18 აგვისტოს დაიწყო და ერთ თვეს გრძელდება. გეგმის მიხედვით, გადაღებები 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
მოგეხსენებათ, საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს
ქართველი მხატვარი „ფორსაჟის“ გადამღებ ჯგუფში აიყვანეს
ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი. ამისთვის აგვისტოდან მოყოლებული, თბილისსა და რუსთავში სხვადასხვა ქუჩები იყო გადაკეტილი.
ფილმს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში იღებენ. ფილმის პროექტის ბიუჯეტი 31 მილიონი ლარია. ამას დახარჯავს ფილმი და სახელმწიფო თანხიდან აუნაზღაურებს 25%-ს, ე.წ “ქეშბექს”.
საქართველო ფილმის ბოლო ათ წუთში გამოჩნდება. “ფორსაჟი 9” მსოფლიო კინოეკრანებზე 2020 წელს გამოვა.