LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „როგორ მინდა, ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს…“

364
ნუკი მთავარზე

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დედის დღესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს „ინსტაგრამის“ გამომწერებისთვის და აღნიშნავს:

„როგორ მინდა, ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს. მინდა მომიყვეს როგორ გაწამდა 9 თვე, როგორ დღემდე სტკივა ზურგი და როგორ არ სძინებია ბევრი წელი იმიტომ, რომ მის შვილს არ სძინებია. ისე მინდა, ვინმემ მითხრას, რომ მშენებლობაზე, ჯარში, პოლიციაში (არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება იყოს რთული პროფესია), არ აქვთ დღეში 2 წუთი ტუალეტში განმარტოებისთვის! დედას არ აქვს. ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლებისგანაც მაინტერესებს, თუ ოდესმე გაუგიათ საოცარი კივილი იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც უნდა და ჯერ ვერ გიხსნის, ამიტომ ისვრის ყველაფერს და თითს წევს ცაში! მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა იფრინოს, როგორც სუპერმენს, ან უნდა ნაყინი, ორივე შემთხვევაში ახსნის მეთოდი ერთია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დედობაზე რთული არაფერია, ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო ვერაფერს შეედრება. დედებო, გილოცავთ დედის დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი გიყოლოთ შვილები, ზუსტად ვიცი, ეს არის ყველა დედისთვის მთავარი.

პ.ს. სხვათა შორის, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, ჩვენ ხელფასიც არ გვაქვს…

დედა, გილოცავ დედის დღეს, როგორ გაგვიძელი არ ვიცი, მადლობა ყველაფრისთვის. ნეტავ, შენი მეხუთედი დედა გამოვიდეს ჩემგან, აი, მეასედი მაინც. ლავ იუუ…“

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g