LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რაა” – თაკო ჩარკვიანი

87
125310733-734264107220123-7892589917397546315-n

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს საზოგადოებას მიმართა. ჩარკვიანმა ერთ-ერთ წარწერაზე გააკეთა აქცენტი, სადაც ეწერა, რომ “მიშა გადარჩენის შანსია”. ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ მიშას ხსენების ხალხს არ უნდა ეშინოდეს.

„მიშა საქართველოს გადარჩენის შაინსიაო, აქ ვხედავ წარწერას, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რაა. მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ. თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები იყო. იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიციაც ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთდანაშაულებრივი, რაც იყო და გავაკეთოთ კანონით, სამართლით, აღმშენებლობით ახალი სახეებით მაგარი საქართველო ავაშენოთ“,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ერთსულოვანია, მათი მიზანი, კი ოლიგარქის მოშორებაა.

„დღეს ეს ეტაპია საქართველოში, ასე დაეწყო ჩვენი ცხოვრება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, პოლიტიკამ იცის ასე. ჩვენ შევიკარით, რათა რუსი ოლიგარქი გადავადგოთ, ჯერ ეს არის გასაკეთებელი, როცა კანონსა და სამართალს ქვეყანაში დავახვედრებთ, ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა საქართველოში, მიშაც, გრიშაც, გიორგიც და სუყველა. ამიტომ არ შეგვეშინდეს ერთმანეთის, დღეს ყველა ერთი ვართ. მთელი საქართველო ერთად ვართ, იმისტი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრე, ადრინდელი დამოუკიდებელი პრეზიდენტის მომხრე, რადგან ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“,-განაცხადა თაკო ჩაკრვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები